სიმბოლიკა: გერბი
მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომელიც გაკვეთილია და იყოფა 2 ნაწილად. პირველი ნაწილს უჭირავს ფარის 3/4, ხოლო მეორე ნაწილს ფარის 1/4. გერბის ფარის პირველი ნაწილი წარმოადგენს მეწამულ ველზე ოქროს მუხას, გერბის ფარის მეორე ნაწილი წარმოადგენს ლურჯ ველზე ვერცხლის ირიბ ჯვარს (წმ. ანდრიას ჯვარი)
2. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
3. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლურჯი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - „მარტვილი“.
ასევე იხილე კატეგორიაში - სიმბოლიკა: