www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 
2021-08-21 - სამუშაო შეხვედრა მარტვილის მერიაში
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე ქ. მარტვილში წყალარინების სისტემებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ექსპლუატაციის პროექტი განიხილეს.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა, მერიის ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის სამსახურების თანამშრომლები და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, მარტვილის წყალარინების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, იგეგმება ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს წყალარინების ქსელის, მაგისტრალური და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას.
პროექტის განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მარტვილის ჩამდინარე წყლების არსებული მდგომარეობა, რის შედეგადაც თავიდან იქნება აცილებული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების, ასევე, ნიადაგის დაბინძურება.