www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 
2021-08-21 - მარტვილში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
20 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საბავშვო ბაღში, საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციის ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა აქცია "ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!"
აქციას განახორციელებს, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრი.
აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ადგილზე გაეცნო.
აქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაციებს აწარმოებდნენ, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის, მაღალპროფესიონალი ექიმები: ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი და რადიოლოგი.
მოქალაქეებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური, კარდიოლოგიური და სხვა გამოკვლევები. ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით უფასოდ გაიცა მედიკამენტები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო სამედიცინო აქცია პერიოდულად იმართება.