www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
 
2021-08-18 - მარტვილი-ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მარტვილისა და ნალეფსაოს დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 90 მეტრიანი ხიდი შენდება. პროექტი ითვალისწინებს რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების და გაბიონების მოწყობას, ასევე მოეწყო ასფალტ-ბეტონის სავალი ნაწილი და ლითონის მოაჯირები.
ხიდზე მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელთან ნუგზარ ცანავასთან ერთად გაეცნო.
აღნიშნული ხიდი ავარიული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა. ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნება კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.