www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2021-07-06 - შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის უფლებამოსილებებთან ერთად, ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებები და ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციები გააცნეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესაბამისობაზე თანასწორობის პრინციპთან.
შეხვედრას მრტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით ჩატარდა.