www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
 
2021-05-31 - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ პროექტები დაათვალიერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ხურცილავამ, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ღირებულება 2 044 044 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პარმაღი“ ასრულებს. სალხინოს სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყობა ღობე. პროექტის ღირებულება 667 222 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „დაგი“ ასრულებს. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში, ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხიდი. ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ ასრულებს. ხიდების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ვახაში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 900 მეტრი ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს. სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოღაში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება 322 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „მთაწმინდა 2007“ ასრულებს. საბავშვო ბაღის მშენებლობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.