www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
 
2021-05-28 - ტრენინგი მეფუტკრე ფერმერებისთვის
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მეფუტკრე ფერმერებისთვის, ფუტკრის მავნებლებთან ბრძოლის საკითხებზე თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდა.
სწავლება პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის, დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ტრენერებმა ჩაატარეს.
ტრენინგი ითვალისწინებდა ფუტკრის მავნებლების იდენტიფიცირების, მათთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების და თანამედროვე სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების გამოყენების ინსტრუქციების გაცნობას.
სპეციალურად ტრენინგისათვის თეორიული მასალა სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტების რეკომენდაციით მომზადდა.