2021-10-12 - საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში

9-10 ოქტომბერს, სომხეთის რესპუბლიკაში ქ. ერევანში, გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში k-1 წესებით.
ჩემპიონატში მონაწილეობდა საქართველოს, უკრაინის, ირანის, რუსეთის, სომხეთის ნაკრები გუნდები. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ მარტვილის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეები ლუკა პაპავა და ნიკა ბაღიშვილი (მწვრთნელი დათა წულაია).
მარტვილელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს, ნიკა ბაღიშვილი შეჯიბრის ჩემპიონი გახდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკას გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.
2021-10-12 - მარტვილში პროექტი „განახლებული რეგიონები“ ხორციელდება

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სასტუმროს და საქართველოს ფოსტის შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია: მერიის და საკრებულოს შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის რეაბილიტაცია.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.