2021-09-23 - ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ - მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე -’’ჭყონდიდლობა’’ აღინიშნება.
2021 წელს ჭყონდიდლობას კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მოკრძალებულად აღვნიშნავთ: ჭყონდიდლობის დღესასწაულის პროგრამა:
09:00 საათი – საზეიმო წირვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში;
11:00 საათი – ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებული 3 ქვეყნის (პოლონეთი, უკრაინა, ბელარუსია) დელეგაციასთან ერთად წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა;
დილიდან ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ადგილობრივ შემოქმედთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა.