www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
 
2021-09-18 - მარტვილში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების მსოფლიო დღეს საქართველო დასუფთავების სამდღიანი კამპანიით აღნიშნავს.
პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ჩაერთვნენ. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა ნაგავსაყრელზე გაიტანა.
დასუფთავების საერთაშორისო დღე და მისი აღნიშვნა მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას.
საერთაშორისო კამპანია 1993 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მასში 133 ქვეყანაა ჩართული.