www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
 
2021-07-02 - გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა - მარტვილის მუნიციპალიტეტში, შპს „მარტ-სტოუნის" სასარგებლო წიაღისეულის(კირქვის) გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის (კირქვის) გადამუშავება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მარტ-სტოუნი“;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ სალხინო;

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

  • 2021 წლის 20 ივლისი, 11:00 საათი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. სალხინოს ადმინისტრაციული შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფ. სალხინოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.

დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

დაწყება 21.06.2021