www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 
2021-06-26 - სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან ერთად მარტვილის მერიის სამსახურის უფროსებს და საკრებულოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრებზე მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები განიხილეს, სახელმწიფო რწმუნებულმა მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოსახლეობასთან უშუალო, ინტენსიურ კომუნიკაციაზე და არსებული პრობლემების დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება.
სახელმწიფო რწმუნებული მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასაც გაეცნო და დაგეგმილი პროექტები განიხილა.