www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 
2021-06-21 - მერმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის წარმომადგენელთან ქეთო ცაავასთან ერთად, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვახაში, ორი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი ხიდი. ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 815 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ ასრულებს. სალხინოში ხიდების მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სოფელ ვახაში ასევე მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 900 მეტრი ცემენტ-ბეტონის გზა. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 874 349 ლარს შეადგენს და სამუშაოებს შპს „ნიუპოვერი“ ასრულებს. სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორციელდა. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.