www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 
2021-06-05 - მარტვილში დასუფთავების აქცია გაიმართა
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე (World Environment Day - WED) აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტში პროექტ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ -ს ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ჩაერთვნენ. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს. შეგროვილი ნარჩენი მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურმა ნაგავსაყრელზე გაიტანა.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1972 წლის 15 დეკემბერს, 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.