www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 
2021-06-03 - სოფელ ნოღაში გზის მშენებლობა გრძელდება
მარტვილის მუნიციპალიტეტში, კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნოღაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ხურცილავა და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში დაიგება 2,400 მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი. პროექტი ასევე ითვალისწინებს გრუნტის კიუვეტების, რკინა-ბეტონის არხების, გაბიონების, გზის გადამკვეთი ლითონის მილების, ლითონის ცხაურებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობას.
პროექტის ღირებულება 924 999 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბილდინგ გრუპ17“ ასრულებს. სამუშაოების პირველი ეტაპი 2020 წელს განხორცილედა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიულია და ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემებს უქმნის. აღნიშნული გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.