www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge - www.matvili.ge

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
 
2021-06-02 - მარტვილში ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, მესაქონლეობის სექტორში ჩართული ფერმერებისთვის 4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „მესაქონლეობაში ჩართული ფერმერების გადამზადება სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების პრინციპებში“.
პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ და ხორციელდება „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – SQIL“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37;
პროექტის მიზანია, რეგიონის მასშტაბით, მესაქონლეობაში ჩართული ფერმერების გადამზადება სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების პრინციპებში. რძის პროდუქტების მწარმოებლებს მიღებული ცოდნა დაეხმარებათ აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის და უვნებელი პროდუქცია.
ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.